გადმოვანგრიე მთელი გარდერობი, მოვიზომე ყველა ფერის ფორმის და სტილის ტანსაცმელი. მოვიზომე ბევრნაირად, მოვიზომე ბევრჯერ. ბოლოს კი სკოლის ბოლო დღეზე ჩასაცმელად ღია სტაფილოსფერი კაბა ავარჩიე, უკან ბანტით რომ იკვრება ისეთი და რომელიც დედამ და მამა ჩამომიტანეს გერმანიიდან. თქვენ ალბათ იფიქრეთ, რომ სკოლა დავამთავრე. არა, უბრალოდ ყოველი წლის დასასრულს, სკოლის ბოლო დღეს, განსაკუთრებით ვემზადები ხოლმე.
                           დილით 7 საათზე გამეღვიძა. ( 8 საათზე გაღვიძება ჩემთვის სრული სატანჯველია როცა სკოლაში მივდივარ) საათს დავხედე. ერთი საათი კიდევ შემეძლო მეძინა. ვერ დავიძინე.  ავდექი ჩავიცვი და სკოლაში წავედი.
                          სკოლა რომელიც მძულდა (ასე მეგონა) ისევ ისე იდგა, არაფერი არ იყო შეცვლილი, აი ჩემი სკოლისადმი განწყობა თითქოს სრულიად შეიცვალა.  ჩემთვის სკოლა იყო უზარმარი შენობა რომელშიც დილით შევდიოდი ხან კარგ ხასიათზე, ხანაც ცუდზე, ვესწრებოდი გაკვეთილებს, ხანაც არ ვესწრებოდი, იქიდან გამოხწევა კი ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მიჭირდა. დღეს კი სკოლა დავინახე როგორც ადგილი, რომელიც ჩემ უამრავ საიდუმლოს ინახავდა, ადგილი სადაც იმ ადამიანებს ვხედავდი, რომლებიც ძალიან მიყვარს და რათქმაუნდა ადგილი სადაც იქმნებოდა ჩემი წარსული.
                      ... და იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი სკოლის დასრულებას (მითუმეტეს მას შემდეგ რაც თბილისში ასე დაცხა) დგეს, როცა სკოლის კარს გადმოვაბიჯე, მაინც ხასიათი გამიფუჭდა. 
              რატო დამწყდა ასე გული? რათქმაუნდა გაისად ისევ შევაღებ იმ შენობის კარს რომელიც ასე ძალიან მიყვარს, ისევ ვივლი იქ ყოველდღე, ისევ დამეზარება და მომბეზრდება, ნოკლეს, ყველაფერი ისევ გაგრძელდება, მაგრამ წელიწადს, რომელიც უკვე დამთავრდა ვერაფერი ვერ შეცვლის.. და იქნებ არც მინდა, რომ შეცვალოს.
    რაღაც ძალიან მალე გავიდა ეს წელი. იმდენი რამე მოხდა.. თითქოს გუშინ დაიწყო ყველაფერი.  ემოციურად ძალიან გადატვირთული წელი მქონდა და იმედია მოვახერხებ დარესტარტებას :)))
 
2 comments:

LiLaC said...

pirvel rigshi, midn agiTxra, rom ulamazesi blogi gaqvs. gavgijdi, ise momewona "shefutva" <3
skolas rac sheexeba, mec gaurkveveli emcoiebi mqonda mis mimart, xandaxan erti suli mqonda, rodis davamtavrebdi. tumca axla menatreba xolme, magram mainc vfiqrob, sheidzleboda bevrad karg skolashi mevlo, ufro akrgi, megobruli klasi myoloda da a.sh :)

Elle said...

დიდი მადლობა :*

ბოლო დღე