იმდღეს ვიყიდე პაოლო კოელიოს 11 წუთი და პატრიკ ზიუკსინდის პარფიუმი .  11 წუთზე ყველა მეუბნებოდა ვერ გაიგებო, მაგრამ  მაინც ვიყიდე და ნახევარი წავიკითხე უკვე. ძაან მოწმონს და ყველაფერი შესანიშნავად მესმის.
 ამ წიგნში ბევრია ფილოსოფიური მომენტები. რაღაცეები ამოვიწერე და რავი ნახეთ))

"და მაშინ მარიას მოეჩვენა, რომ სამყარო ძალიან დიდია, რომ სიყვარული სახიფათოა და რომ სადღაც მეშვიდე ცაზე მყოფ წმინდა მარიამს სულაც არ ესმის შვილების ვედრება." 

"ცხოვრება სწრაფია: თვალის დახამხამებაში ზეციდან პირდაპირ ქვესკნელში ვცვივვდებით."

"ნამდვილ სექსს მტკივნეული შეგრძნებების მეტი არაფერი მოუტანია. თან გულიც დასწყდა სისხლით მოსვრილ ქვედაბოლოზე, რომელიც მერე ძლივს გამორეცხა. არავითარი მგავსება პირველ კოცნასთან, იმ ჯადოსნურ წამებთან"

"ჩემი მიზანია, გავიგო, რა არის  სიყვარული. როცა მიყვარდა, ვგრძნობდი, რომ ვცოცხლობდი, ის კი, რაც ახლა ხდება, შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ შთაგონება არ მოაქვს."

"ახლა კი მეკითხებიან, როგორ ვახერხებ კაცების დამორჩილებას. მე უხმოდ ვიღიმები, რადგან ვიცი, ეს წამალი ავადმყოფობაზე უარესია: უბრალოდ, მე არ მიყვარს."

"ჩემი მიზანია, გავიგო, რა არის სიყვარული, და თუმცა მე ვიტანჯები იმათ გამო, ვისაც გული ვაჩუქე, ნათლად ვხედავ: ვინც ჩემს სულს ეხება, ჩემ ხორცს ვერ აღაგზნებს, ხოლო ვინც ჩემს ხორცს ეხება, უძლურია ჩასწვდეს ჩემს სულს."

"მარიას ეჩვენებოდა, რომ შვეიცარიაში ბევრი ფულია, ქალი კი - ცოტა."

"ადამიანები ეძებენ მძაფრ განცდებს, მაგრამ როგორც კი ეს ყველაფერი ამოძრავდება, შიშისაგან გულები უსკდებათ და გაჰკივიან : "გააჩერეთ".

"ვერც დრო, ვერც სიბრძნე ვერ ცვლის ადამიანს და ერთადერთი, რასაც შეუძლია მისი ფიქრებისა და გრძნობების შეცვლა, სიყვარულია."

"წეშმარიტას, სხვა არაფერს შეუძლია დროდადრო ისე გადაატრიალოს ადამიანის ცხოვრება, როგორც სიყვარულს. მაგრამ სიყვარულს ფეხდაფეხ მოსდევს კიდევ ერთი რაღაც, რაც აიძულებს ადამიანს, იმ ბილიკს დაადგეს, რომელზეც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდა.ამ რაღაცას "სასოწარკვეთა" ჰქვია. და თუ სიყვარული სწრაფად ცვლის ადამიანს, სასოწარკვეთა კიდევ უფრო სწრაფია"

"მე მივხვდი რატომ უხდის მამაკაცი ქალს ფულს, მას სურს ბედნიერება. მამაკაცი არ გადაიხდის ათას ფრანკს მხოლოდ იმაში, რომ ორგაზმი განიცადოს. მას სურს, იყოს ბედნიერი."

"არიან ადამიანები,  რომლებიც იმისათვის გაჩნდნენ ამქვეყნად, რომ მარტოებმა იარონ ცხოვრების გზაზე. ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს ცხოვრებაა" 

"მე არა ვარ სხეული, რომელშიც სულია ჩასახული, მე ვარ სული, რომლის ნაწილი ხილულია და მას სხეული ჰქვია"

"დიახ, ისინი იმუქრებიან, ყვირიან, ცემაც შეუძლიათ, მაგრამ უკლებლივ ყველა მათგანი ქალის დანახვაზე შიშისაგან კრთის. შეიძლება არა იმის წინაშე ვინც ცოლად მოიყვანეს, მაგრამ სულ ერთია,  აუცილებლად გამოჩნდება ის, ვინც მათ დაიმორჩილებს და აიძლებს, ყველა ხუშტური შეუსრულოს. ზოგჯერ ეს საკუთარი დედაა"

"ადამის მოდგმის ნაშჲერს შეუძ»ია ერთ კვირას მწყურვალი იყოს, ორ კვირას უჭმელი, წლობით იოლად გავიდეს საცხოვრისის გარეშე, მაგრამ მარტოობას ვერ აიტანს. მარტოობა ყველაზე სასტიკი წამებაა, მძიმე ტანჯვა."

"იმათი დაკარგვა, ვინც მყვარებია, ადრე გულს მტკენდა. ახლა დარწმუნებული ვარ: ვერავინ ვერავის ვერ დაკარგავს, იმიტომ რომ არავინ არავის არ ეკუთვნის."

ააი ჯეერ სულ ეს არის ბოლომდე ხომ არ წამიკითხავს :))  თუ ვინემს წაკითჴული გაქვს მითხარით თქვენი აზრი ამწიგნზე ) 

3 comments:

..:* Nuca :).. said...

ვაიმეე ძაან მაგარიაა ძაან მომეწონაა <3

ყველა ფრაზა მომეწონა აიი აბსოლიტურად ყველა ..

მომეწონა ეს პოსტიი ძააააან <3<3

Anonymous said...

აუ ამის წაკითხვა როგორ მინდოდა და ვერ მოვახერხე <3 ხან დამეზარა, ხან დრო არ მქონდა და ესე : ს

პს – ვერიფიკაცია კომენტარებზე გამოურთე, ძალიან მოუხერხებელია მკითხველისთვის

Anonymous said...

me adre wavikitxe, daaxloebiT shenxela viyavi. rogorc maxsovs, ar avgfrTovanebulvar. magram, albat, mainc girs erTxel wasakiTxad

პაოლო კოელიო - 11 წუთი