მოკლედ, მოგიყვებით როგორი ზაფხული მქონდა. დღეს უკვე 11 სექტემბერია და შემიძლია ზაფხულზე წარსულ დროში თამამად ვილაპარაკო :)))
ზაფხული გავატარე წავკისში და ბორჯომში. წავკისში აგარაკი მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო, მაგრამ უფრო უკეთესი ზაფხული მინდოდა. ზღვაზე ჯერ არ ვყოფილვარ ეგვიპტეში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ გადავიფიქრეთ და ალბათ თურქეთში წავალთ.
მთელი ზაფხული ძირითადად წიგნების კითხვაში, მუსიკის მოსმენაში და სურათების გადაღებაშჲ გავატარე. ბავშვებიც ამოვიდნენ რამდენჯერმე, მაგრამ ყველა მიმოფანტული იყო და ხშირად მათაც ვერ ვხედავდი.
ივნისში სარკომით ჩემი დეიდაშვილის მამა გარდაიცვალა. მიჭირს ამაზე წერა და ამიტომ არაფერს არ დავწერ.
ზაფხულში ფოტოგრაფიამ გამიტაცა. ადრეც მომწონდა, მაგრამ ვერ ვიღებდი კარგ სურათებს. ასე რომ If u are interested შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ლინკზე და დაათვალიეროდ ჩემი გალერეა :)
ამიერიდან ვეცდები უფრო აქტიურად ვწერო.
საუკეთესო სურვილებით
ელლე